Logo

გიორგი ვაშაძე – თუ ამ ბეჭედს თავზე გადაუვლით, ძალიან მძიმე დღე დაგიდგებათ თქვენს პარტიასთან ერთად

პოლიტიკა
609
Frontnews image description

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი ირაკლი კობახიძეს მიმართს.

 

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ თუ “ოცნება” შეთანხმების დარღვევას გაარძელებს, აუცილებლად იქნება სანქციები, როგორც მაკროფინანსურ დახმარებაზე, ასევე პერსონალური.

 

“ბატონო ირაკლი, მივმართავ ირაკლი კობახიძეს, ხელში მიჭირავს შარლ მიშელის დოკუმენტი, რომლის მესამე ნაწილი ეხება მართლმსაჯულებას. თქვენ გინდათ, რომ ეს ყოველთვის უკუღმართად წაიკითხოთ და ისე განმარტოთ, როგორც გჩვევიათ. 

დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა 19 აპრილის შეთანხმების კონკრეტულ შინაარსზე მიგითითათ. პირდაპირ გეუბნებით, თუ თქვენ კვლავ გააგრძელებთ შეთანხმების დარღვევას, თქვენ გელოდებათ სანქციები, როგორც მაკროფინანსურ დახმარებაზე, ასევე პერსონალური და რაც მთავარია, ამაზე ამერიკული და ევროპული ბეჭედი ადევს. თუ ამ ბეჭედს თავზე გადაუვლით, თქვენ ძალიან მძიმე დღე დაგიდგებათ თქვენს პარტიასთან ერთად”, – განაცხადა ვაშაძემ.

თაგები:

Advertisement