გიორგი ვოლსკი - ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით რაც გავიგონეთ ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, არის სრული სიყალბე


ავტორი
Front News საქართველო
ეს, რაც გავიგონეთ ჩინეთში მიწვევასთან დაკავშირებით ე.წ. ოპოზიციის თუ ოპონენტების მხრიდან, არის სრული თაღლითობა, სიყალბე და სამარცხვინო განცხადება, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ოპონენტების განცხადებები ჩინეთში გამართულ შანხაის სამიტზე საქართველოს ხელისუფლების არყოფნასთან დაკავშირებით.
მისი განმარტებით, სამიტს ესწრებიან წევრი, დამკვირვებელი ან დიალოგში მყოფი ქვეყნები, როგორებიც მაგალითად, სომხეთი და აზერბაიჯანი არიან.
ვოლსკის თქმით, გასაკვირი არ არის, რომ საკუთარი ქვეყნის მტრები პოლიტიკური მიზნებისთვის ამ თემასაც იყენებენ.
"ჯერ ერთი, ორგანიზაციის წევრი უნდა იყო. ან წევრი უნდა იყო, ან დამკვირვებელი უნდა იყო, ან დიალოგში მყოფი ქვეყანა, როგორიც, ვთქვათ, სომხეთი და აზერბაიჯანია. მათ გარდა კიდევ 12 სახელმწიფოა ასეთი. საკუთარი ქვეყნის მტერს შეუძლია, რომ ეს თემაც გამოიყენოს ასეთი თაღლითური, პოლიტიკური მიზნისთვის, თუმცა არ გვიკვირს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
თაგები:
გიორგი ვოლსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს