Logo

გიორგი ვოლსკი - ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის

პოლიტიკა
249
Frontnews image description

ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას" ყველა საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბნელი წარსული აქვს.

"რაც შეეხება ეკლესიაში შეღწევის თემას - ურთულესი ამოცანა დაისახეს. მე არ მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით ჰქონდეთ რაიმე სინანულის განცდა იმაზე, რაც თქვეს, როგორც იმოქმედეს ეკლესიის მიმართ, რა პოზიციაც გამოხატეს და ვის დავალებებს ასრულებდნენ. არავითარი სინანული არ არის. ეკლესიაზე დარტყმის ახალი ტალღა იგეგმება, ვინაიდან ეს წარმოადგენს სერიოზულ ფუნდამენტს ნებისმიერი სახელმწიფოსთვის. რწმენა, ისტორიული მემკვიდრეობა, ტრადიცია, რომელსაც ეკლესია წარმოადგენს, რასაკვირველია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დედაბოძია ნებისმიერი ქვეყნის სიმყარისთვის. ამაზე მიდის ახლა შეტევა და თითქოსდა, აქ შემოსვლის თემას ავითარებენ. მე არ მგონია, რომ ეს რაიმე წარმატებით დამთავრდეს. ძალიან მძიმეა დანაშაული ამ მიმართულებით, თუნდაც ეკლესიასთან დამოკიდებულების საკითხები ავიღოთ, თუნდაც საქართველოს ხალხის, საზოგადოების, ისტორიული მემკვიდრეობის. ყველა საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბნელი წარსული აქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", - განაცხადა ვოლსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები