Logo

გიტანას ნაუსედა – პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება, მსოფლიო ვალდებულია, უკრაინელებს ყველანაირი საშუალებით დაეხმაროს

მსოფლიო
1168
Frontnews image description

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გააფრთხილა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის შეუჩერებლობა მსოფლიოს გლობალურ კონფლიქტამდე მიიყვანს.

 

ენტონი ბლინკენთან გამართულ შეხვედრაზე ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება და რომ მსოფლიო ვალდებულია, უკრაინელებს ყველანაირი საშუალებით დაეხმაროს.

 

“ვგულისხმობ ყველა საშუალებას, თუ ჩვენ გვინდა თავიდან ავიცილოთ მესამე მსოფლიო ომი. არჩევანი ჩვენს ხელშია“, – აღნიშნა გიტანას ნაუსედამ.

 

24 თებერვლიდან დღემდე ლიეტუვამ უკრაიანას სამხედრო დახმარება აღმოუჩინა და დევნილების დიდი რაოდენობა მიიღო.

Advertisement