გიტანას ნაუსედა – რუსეთის მიერ სეპარატისტული “რესპუბლიკების” აღიარება საერთაშორისო სამართლის დაუშვებელი დარღვევაა


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული „რესპუბლიკების“ აღიარება საერთაშორისო სამართლის დაუშვებელი დარღვევაა, – ამის შესახებ „ტვიტერზე“ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა წერს.
“ეს ასევე ნიშნავს მინსკის შეთანხმებებიდან ცალმხრივ გამოსვლას. ლიეტუვის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია“, – წერს ლიეტუვის პრეზიდენტი.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა