Logo

გიული ალასანია – ასეთი წიგნის წერა დროის კარგვად მიაჩნდა, ამიტომ მე მომიხდა მისთვის მართლაც დაძალება

საზოგადოება
712
Frontnews image description

წერა არ უჭირდა, თუმცა თვლიდა, რომ მისთვის მოქმედება არის უფრო ბუნებრივი, წიგნის წერა დროის კარგვად მიაჩნდა, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის  წიგნის “ძალის გამოღვიძების” შესახებ განაცხადა.

 

ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტმა წიგნის წერა მისი  თხოვნის შემდეგ დაიწყო. 

 

“წერა არ უჭირდა, თუმცა თვლიდა,  რომ მისთვის მოქმედება არის უფრო ბუნებრივი, მოძრაობა და რაღაცის კეთება,  წიგნის წერა  და მითუმეტეს,  ასეთი წიგნის წერა დროის კარგვად მიაჩნდა. ამიტომ  მე მომიხდა მისთვის მართლაც დაძალება. ეს არ არის მისი ბიოგრაფია, ეს არის ჩვენი ისტორია, ისტორია დანახული ერთი ადამიანის თვალით. ასეთი წიგნები ყოველთვის ძალიან საინტერესოა, ეს არის ადამიანი, რომელსაც ქონდა ძალიან ბევრი და საინტერესო კონტაქტი საინტერესო ადამიანებთან. 18 წელი იყო პოლიტიკაში, მაგრამ ძალიან ბევრი რამე მოხდა ამ 18 წლის მანძილზე, მე მიმაჩნდა, რომ ეს მან უნდა დაწეროს”, – განაცხადა  გიული ალასანიამ ტვ “პირველის” ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები