Logo

გიული ალასანია – ჩვენთან ხანდახან მიცვალებულები უფრო უყვართ, ვიდრე ცოცხალი ადამიანები

საზოგადოება
1328
Frontnews image description

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს.

 

როგორც მესამე პრეზიდენტის დედამ კლინიკა “ვივამედის” დატოვების შემდეგ განაცხადა, საუბრის ძირითადი თემა ბუბა კიკაბიძე იყო.

 

“ვფიქრობ, რომ ვერა, არ ვიცი საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ამ თემაზე არ გვილაპარაკია, ჩვენი ძირითადი თემა იყო ბუბა. ისტორია გავიგე, რომელიც მე არ ვიცოდი, არაერთხელ მოინახულა ბუბამ მოგეხსენებათ, რუსთავში ერთ-ერთი მისვლის დროს, აღმოჩნდა ჩაკეტილ სივრცეში და ადამიანს ხუთვა დაეწყო, თქვა, რომ იმდენი ვურტყი ფეხი იმ კარებს, რომ თითი მომტყდა მაშინო, მაგრამ მაინც არ გაუღეს ფანჯარა, რომ ჰაერი ჩაესუნთქა ავადმყოფ ადამიანს, ამიტომ შევწყვიტეთ შეხვედრაო.

 

ისიც ფაქტია, რომ ჩვენთან ხანდახან მიცვალებულები უფრო უყვართ, ვიდრე ცოცხალი ადამიანები, სამწუხაროდ, ამ ადამიანს, დიდი ხნის მანძილზე, საკონცერტო დარბაზები არ ეძლეოდა, ბუბას სხვათა შორის”, – განაცხადა ალასანიამ. 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები