გიული ალასანია – დღეს ჩემი შვილი, პოლიტიკური პატიმარი, შიმშილობს, მას უნდა, რომ აქ აღდგეს სამართლიანობა

ავტორი
Front News საქართველო
დღეს ჩემი შვილი, პოლიტიკური პატიმარი, შიმშილობს, მას უნდა, რომ აშენდეს სამართლიანი სახელმწიფო, სადაც ადამიანები არ დაისჯებიან განსხვავებული აზრისთვის, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კიმისიის წინ გამართულ ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.
გიული ალასანიას თქმით, ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ბედნიერად ცხოვრების უფლება უნდა ქონდეს.
დღეს ჩემი შვილი, პოლიტიკური პატიმარი, შიმშილობს და რა არის მიზეზი ამის? მას უნდა, რომ აქ აღდგეს სამართლიანობა, რომ აშენდეს სამართლიანი სახელმწიფო, სადაც ადამიანები არ დაისჯებიან განსხვავებული აზრისთვის. ბოლოს და ბოლოს, ეს განსხვავებული აზრი ხომ ძალიან დიდი მონაპოვარია.
ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა სახელმწიფო, სადაც ბევრი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს და დღეს ამ ადამიანებს ამ სახელმწიფოში არ ეცხოვრებათ და ყველა გაქცევაზეა. ჩემი შვილი იმისთვის შიმშილობს, რომ ეს ასე არ იყოს, რომ ყველა ნიჭიერი ადამიანი, მიუხედავად განსხვავებული აზრისა, პარტიული კუთვნილებისა, ბედნიერი იყოს თავის პატარა ლამაზ ქვეყანაში და მე გისურვებთ, რომ ასეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ ყველამ”, – განაცხადა გიული ალასანიამ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


