Logo

გივი მიქანაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

რეგიონები
53
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.

პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო სხვადასხვა აქტუალურ საკითხს. მათ შორის: სასკოლო ფორმას, სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებას, სკოლებში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფას, პირველკლასელთა რეგისტრაციას, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურასა და სასკოლო ცხოვრებაში მშობლების ჩართულობას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან მიიღეს.

მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, მოადგილეები თამარ მახარაშვილი და ზვიად გაბისონია, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა გელაშვილი და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები