Logo

გივი მიქანაძე კახეთის რეგიონის პედაგოგებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

პოლიტიკა
64
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კახეთის რეგიონის მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები განიხილა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თითოეული მათგანის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით მინისტრისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია.

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში სასკოლო საზოგადოების ჩართულობის ზრდის მიზნით, მინისტრის შეხვედრები მასწავლებლებთან, მშობლებთან, სკოლების დირექტორებთან და რესურსცენტრების წარმომადგენლებთან აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები