Logo

გივი მიქანაძე კახეთის რეგიონში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

პოლიტიკა
130
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე თელავში კახეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა საუბრისას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის პრიორიტეტულ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება და სკოლებში განსახორციელებელი ინიციატივები მშობლებთან ერთად განიხილა.

გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების რეფორმის განხორციელებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მშობელთა მონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გარეშე რეფორმა ვერ იქნება ეფექტიანი, ვინაიდან სწორედ ოჯახსა და სკოლას შორის თანამშრომლობა და ძლიერი კავშირები განაპირობებს მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას და მის განვითარებას უწყობს ხელს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მინისტრისთვის მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე დაესვათ კითხვები და საკუთარი მოსაზრებები გაეზიარებინათ.

მშობლებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში პლატონ კალმახელიძე, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ვაჟა მაღრაძე და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე.

სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები