
ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ინგლისური ენის გამოცდის პირველი სესიის მიმდინარეობას გაეცნო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა საგამოცდო სივრცე დაათვალიერა, რეგისტრაციის პროცესს გაეცნო და აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა. მინისტრთან ერთად ცენტრში იმყოფებოდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი.
ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში 1700-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული.
საქართველოს 12 ქალაქში გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში საგამოცდო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ყველა ცენტრი აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და გაგრილების სისტემებით, ხოლო მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების, სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
თაგები:
გივი მიქანაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს