გივი მიქანაძე რუსთავში მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და მათ განათლების რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობასა და რეფორმის განხორციელების პროცესში მათი მხარდაჭერის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. მან დეტალურად მიმოიხილა რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტი და ის ინიციატივები, რომლებიც ეტაპობრივად განხორციელდება.
გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქალაქ რუსთავის განვითარების ხელშეწყობაზე, რომელიც თანამედროვე სტანდარტების საუნივერსიტეტო ქალაქად გარდაიქმნება.
შეხვედრის დასასრულს მშობლებმა მინისტრს კითხვები დაუსვეს და მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მშობლებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა.
თაგები:
გივი მიქანაძე




