Logo

გივი მიქანაძე საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას ესტუმრა

პოლიტიკა
61
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე საჩხერეში ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას ეწვია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და აკადემიის თანამშრომლებს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრს აკადემიის ინფრასტრუქტურა რექტორმა, სოფიო მაჭარაშვილმა დაათვალიერებინა და დაწესებულების საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროგრამებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს.

აკადემია თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან, სტუდენტებს სთავაზობს პრაქტიკული გამოცდილებისა და დასაქმების შესაძლებლობებს და ფლობს ISO-ს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს.

მისი მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარება და მათი კონკურენტუნარიანობის ზრდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი პაატა კვიჟინაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ივანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩხიკვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები