Logo

გივი მიქანაძე სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

პოლიტიკა
323
Frontnews image description

სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის სახლში გამართულ  შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და ახალი მიმართულებებით პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

"პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ნაყოფიერ თანამშრომლობას, ასევე, სამეცნიერო კავშირების გაფართოებას და ინოვაციური პროექტების განხორციელების მნიშვნელობას. განიხილეს ერთობლივი ბანაკებისა და გაცვლითი პროგრამების გაღრმავების პერსპექტივა, რაც ახალგაზრდებს შორის მეგობრობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

გივი მიქანაძემ ნიკოლ ფაშინიანს უმაღლესი განათლების რეფორმის ახალი კონცეფცია გააცნო, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ წარუდგინა.

თანამშრომლობის გაფართოებისა და კონკრეტული ინიციატივების განხორციელების კუთხით, შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სრული მზადყოფნა გამოთქვეს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოებისა და კონკრეტული ინიციატივების განხორციელების სრული მზადყოფნა გამოთქვეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement