გივი მიქანაძე - ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები დარჩება

ავტორი
Front News საქართველო
შეჯერებული პოზიციებით, რეფორმის კონცეფციის მთავარი პრინციპების დაცვით, ერთობლივად მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. დისკუსიისა და მსჯელობის შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები დარჩება. ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები კი, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა უნივერსიტეტში, მილევად რეჟიმში გადავა.
ჩვენ ორიენტირებულები ვართ აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მივიღეთ მილევად რეჟიმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, სტუ-ს აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები ერთხმად უჭერენ მხარს რეფორმის განხორციელებას და პროცესებში ჩართვისთვის მზად არიან.
"აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები და მთლიანად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წარმომადგენლობა ერთხმად აღიარებს და მხარს უჭერს იმ რეფორმის კონცეფციას, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. ისინი პროცესებში ჩართულობისა და მონაწილეობის სრულ მზაობას გამოთქვამენ.
კომუნიკაცია რექტორებთან არაერთხელ შედგა - იყო კონსულტაციები ამ გადაწყვეტილებისა და არსებული არგუმენტების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ჯამში რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ და, ვფიქრობ, ამ შეხვედრებმა კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, - განაცხადა მიქანაძემ.
თაგები:
გივი მიქანაძე




