გივი მიქანაძე - უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს გულითადად ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე შიო III-ს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს.
"უწმინდესსა და უნეტარეს შიო III-ს გულითადად ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.
დარწმუნებული ვარ, თქვენი სიბრძნითა და სულიერი სიმშვიდით ღირსეულად გააგრძელებთ იმ უაღრესად მნიშვნელოვან და საპატიო მისიას, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია ll-მ.
მჯერა, თქვენი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ეკლესია, ერის ერთობა და სულიერი სიმტკიცე.
ვულოცავ სრულიად საქართველოს, უფალი იყოს ჩვენი ქვეყნის შემწე და მფარველი!" - განაცხადა გივი მიქანაძემ.
თაგები:
გივი მიქანაძე




