გივი მიქანაძე ზესტაფონში კოლეჯ „კონსტრუქტ 2“-ის ინფრასტრუქტურას გაეცნო და სასწავლებლის თანამშრომლებს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ქალაქ ზესტაფონში პროფესიულ კოლეჯ „კონსტრუქტ 2“-ს ეწვია, სადაც საგანმანათლებლო სივრცეები და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო სახელოსნოები დაათვალიერა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი კოლეჯის თანამშრომლებს შეხვდა და სასწავლებლის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ ინფორმაცია მათგან მიიღო. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, „კონსტრუქტ 2“ მართლაც წარმოადგენს საჯარო-კერძო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითს, რომელიც ახალგაზრდებს, კოლეჯში სწავლის დასრულებისთანავე დასაქმების შესაძლებლობას აძლევს.
"კონსტრუქტ 2“-ის სტუდენტებს რეალური შესაძლებლობა აქვთ, სწავლის დასრულებისთანავე თავისი პროფესიით დაიწყონ დამოუკიდებელი კარიერა – დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ეს მართლაც გახლავთ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი. კოლეჯი უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად ამზადებს სამშენებლო სფეროში მოთხოვნად კადრებს, რომელთა დასაქმების მაჩვენებელი ფაქტობრივად 100%-ია.
უახლოეს მომავალში ახალციხის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ვალეში ჩვენ გავხსნით „კონსტრუქტ2“-ის ახალ ფილიალს, სადაც ყოველწლიურად დამატებით კიდევ 300-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს პროფესიულ განათლებას სამშენებლო მიმართულებით,” – განაცხადა მიქანაძემ.
კოლეჯი „კონსტრუქტ2“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და შპს „ბქ ქონსთრაქშენის“ ერთობლივად დაფუძნებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. კოლეჯი ორიენტირებულია ქვეყანაში სამშენებლო მიმართულების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაზე. საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებს სამშენებლო მიმართულებით. კოლეჯს შესაძლებლობა აქვს წლის განმავლობაში გადაამზადოს 800-მდე სერტიფიცირებული მსმენელი.
კოლეჯი აღჭურვილია უახლესი სტანდარტების შესაბამისი სასწავლო ინვენტარითა და ულტრათანამედროვე მანქანა-დანადგარებით. კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულია კომფორტული საერთო საცხოვრებელი, კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო, მოსასვენებელი სივრცე და უახლესი ლიტერატურითა და ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა.
თაგები:
გივი მიქანაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


