გივი მიქანაძემ ახმეტის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს შეხვდა და განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების ძირითადი მიმართულებები გააცნო.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა რეფორმების ეფექტიანად განხორციელების კუთხით განსაკუთრებული ყურადღება სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიურ ჩართულობაზე გაამახვილა.
საუბარი შეეხო განათლების სისტემაში განსახორციელებელ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებს.
შეხვედრის ფარგლებში მშობლებმა მინისტრს მათთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე კითხვები დაუსვეს, რაზეც დეტალური და ამომწურავი განმარტებები მიიღეს.
მშობლებთან გამართულ შეხვედრას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, პარლამენტის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თაგები:
გივი მიქანაძე




