Logo

გივი მიქანაძემ აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
154
Frontnews image description

დუბაიში მიმდინარე მთავრობათა სამიტის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროექტების შედეგები და მათი გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.

"ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის განათლების სფეროში არსებულ მრავალწლიან და წარმატებულ პარტნიორობას. გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და ორმხრივი ურთიერთობები ხელს უწყობს ერთობლივი ხედვების ჩამოყალიბებასა და კონკრეტული შედეგების მიღწევას.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აზერბაიჯანელი და ქართველი მასწავლებლების გადამზადებასა და ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის განათლების მინისტრმა დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა და ორი სამინისტროს სამუშაო ჯგუფების საქმიანობა. მან ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების მზაობა კიდევ ერთხელ გამოხატა.

მხარეებმა განათლების ყველა საფეხურზე პარტნიორობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურეს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები