გივი მიქანაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრ ფარიდ გაიბოვთან ერთად ახალგაზრდული ფორუმი გახსნა


ავტორი
Front News საქართველო
ქალაქ ბაქოში აზერბაიჯანულ-ქართული ახალგაზრდული ფორუმი მიმდინარეობს, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა ფარიდ გაიბოვმა გახსნეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა ფორუმის მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს და საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გამყარების კუთხით სტუდენტთა შორის კავშირების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"ფორუმი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების მიზანია ორ ქვეყანას შორის ახალგაზრდული მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოება და გამოცდილების გაზიარება.
ფორუმში მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის ექსპერტები, პოლიტიკოსები და ახალგაზრდა ლიდერები. დისკუსიები ფოკუსირებული იყო თემებზე: „ახალგაზრდობის როლი აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების განმტკიცებაში“ და „ციფრული რევოლუცია: გამოწვევები და შესაძლებლობები მომავლისთვის“.
ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში გაიმართება სემინარები, კულტურული ღონისძიებები და საგანმანათლებლო ვიზიტები აზერბაიჯანის სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის გუბასა და სუმგაითში.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდული ფორუმი ისევე როგორც საზაფხულო ბანაკი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში იმართება და მასში ქართველი და აზერბაიჯანელი სტუდენტები იღებენ მონაწილეობს.
ქართულ-აზერბაიჯანული ახალგაზრდული კვირეული, რომელიც 22 ივლისს დაიწყო და 28 ივლისს სრულდება, შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, გაეცნონ ერთმანეთის კულტურას, ასევე ხელს უწყობს ახალგაზრდული კავშირების გაღრმავებასა და სტუდენტებს შორის გამოცდილების გაზიარებას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს