გივი მიქანაძემ და კახაბერ გულედანმა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებთან სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
თბილისის საკრებულოში გამართულ შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, დედაქალაქის ვიცე-მერი, გიორგი ტყემალაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მხრიდან ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის იმ უფლებამოსილების დელეგირებაზე, რომელიც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციას შეეხება.
როგორც გივი მიქანაძემ განაცხადა, შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები გაეცნენ იმ პროცედურებს, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მასშტაბით სკოლების რეაბილიტაციის უწყვეტი პროცესის გაგრძელებისთვის.
"ჩვენი მიზანია, სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლებასთან და გადაუდებელი საჭიროებების აღმოფხვრასთან დაკავშირებული პროცესები იმავე გრაფიკით, რეჟიმით და ხარისხით გაგრძელდეს, როგორც იყო დაგეგმილი და მიმდინარეობს.
გადაბარების პროცესში ხარვეზები რომ არ იყოს, დავსახეთ კონკრეტული ამოცანები და სამომავლო გეგმები. ეს გახლავთ დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი – როდესაც ადგილობრივ ხელისუფლებას ვუზრდით გარკვეულ უფლებამოსილებებს და მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის კუთხით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მუდმივ კოორდინაციაში არის და იქნება რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ისევე, როგორც ქალაქ თბილისის მერიასთან და რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა მიქანაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფლებამოსილება შესაბამის სამინისტროებში გადანაწილდება.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს