გივი მიქანაძემ კახეთის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა

ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ კახეთის რეგიონში ორი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანის საჯარო სკოლების თანამედროვე ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სკოლის თანამშრომლებს განახლებულ გარემოში წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
"სულ რაღაც ერთ კვირაში საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი დაიწყება - ლელიანისა და სამრეკლოს საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები განახლებულ საგანმანათლებლო სივრცეში შეაბიჯებენ.
ჩვენთვის უმთავრესი საზრუნავია მოზარდებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული გარემოს შექმნა, რათა სასწავლო პროცესი მაღალი სტანდარტით წარიმართოს.
სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ძალიან დიდი ინვესტიცია იდება, ეს არის პრემიერ-მინისტრის დაპირების შესრულების თვალსაჩინო მაგალითი. ჩვენ ახალი სასწავლო წლისთვის 50-ზე მეტ რეაბილიტირებულ და ახალაშენებულ სკოლას გავხსნით", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
სოფელ სამრეკლოსა და სოფელ ლელიანის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.
ორივე სკოლაში, სასწავლო სივრცეების პარალელურად, მოწყობილია საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაციული სივრცეები. ამასთან, ფუნქციონირებს რესურსოთახი, ექიმის კაბინეტი, სასადილო და ბიბლიოთეკა.
სკოლები უზრუნველყოფილია უსაფრთხოების სისტემებით და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის – მოწყობილია ლიფტი, პანდუსები და ადაპტირებულია სველი წერტილები.
თაგები:
გივი მიქანაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


