Logo

გივი მიქანაძემ ხაშურის N2 საჯარო სკოლა გახსნა

რეგიონები
52
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დავით კაკიაშვილის სახელობის ხაშურის N2  ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი განახლებულ ინფრასტრუქტურას გაეცნო და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 450 მოსწავლეზე გათვლილ სკოლაში განახლდა ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, ექიმის კაბინეტი, კომპიუტერული ლაბორატორიები, სპორტ დარბაზი. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები. შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.

გივი მიქანაძესთან ერთად, სკოლა დაათვალიერეს სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანმა, პარლამენტის წევრმა ზაალ დუგლაძემ, ხაშურის მერმა პაატა ჩადუნელმა და ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანმა.

საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ განახორციელა და პროექტის ჯამური ღირებულება 5 მილიონ 821 ათას ლარზე მეტს შეადგენს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები