Logo

გივი მიქანაძემ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრა გამართა

პოლიტიკა
107
Frontnews image description

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების დელეგატ გია ბენაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

საუბრისას გივი მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ინიციატივებსა და სასწავლო პროგრამის შინაარსის განვითარებაზე.

მისივე თქმით, განათლების რეფორმის მთავარი მიზანია სკოლებში მოსწავლეზე ორიენტირებული, ინკლუზიური და შედეგზე დაფუძნებული საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება.

საუბარი შეეხო სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას  და ამ მიმართულებით  დაგეგმილ მასშტაბურ პროექტებს.

"შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, განათლების რეფორმის კონცეფციის გაცნობის მიზნით, სასკოლო საზოგადოებასთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს", - აცხადებენ სამინისტროში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები