გივი მიქანაძემ სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯ „ჰორიზონტის“ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯ „ჰორიზონტს“ ეწვია, სადაც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გამოფენა დაათვალიერა და სატყეო მიმართულების პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა.
"დღეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ორიენტირებულნი არიან განვითარებასა და ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამების შეთავაზებაზე. რაც ყველაზე მთავარია, კოლეჯები უზრუნველყოფენ სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის ცოდნის მიწოდებას.
ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში არსებული კოლეჯები, სადაც მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, თავისივე მუნიციპალიტეტში, ქალაქსა თუ სოფელში დაეუფლონ პროფესიას, დარჩნენ ადგილზე და ემსახურონ ქვეყანას. ამის თვალსაჩინო მაგალითია სოფელ გორაბერეჟოულის კოლეჯი, რომელიც ხელს უწყობს რეგიონში მრავალპროფილიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებას. ეს კი სოფლის მეურნეობის დარგების სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს", - განაცხადა გივი მიქანაძემ.
სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯის მშენებლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კოლეჯი აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კოლეჯი 100 სტუდენტზეა გათვლილი და მსურველებს სთავაზობს მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის, მევენახეობას, სატყეო საქმეს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ბუღალტრულ აღრიცხვას, მებაღეობას და სხვა. გორაბერეჟოულის კოლეჯი, რომელიც 1924 წლიდან ფუნქციონირებდა, პროფესიული განათლების ერთ-ერთი პირველი კერაა საქართველოში.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს