გივი მიქანაძემ სტუდენტებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა


ავტორი
Front News საქართველო
12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, რუსთავის მერ ნინო ლაცაბიძესთან ერთად, სტუდენტებს შეხვდა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მიულოცა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ჩვენი საზრუნავია, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალგაზრდებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი თავიანთი ინიციატივებისა და იდეების განხორციელებაში. ამ მიზნით ჩვენი გუნდი - ახალგაზრდობის სააგენტო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. პარალელურად, აქტიურად ვმუშაობთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავაფართოოთ ეს მასშტაბები.
თქვენ, ახალგაზრდები ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, ის ადამიანები, რომლებმაც ხვალ ქვეყნის მართვის სადავეები უნდა გადაიბაროთ და იზრუნოთ საქართველოს განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ თქვენი შესაძლებლობების გამოვლენისა და თვითრეალიზებისთვის კიდევ უფრო ფართო ასპარეზი შეგიქმნათ. დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გამოვაცხადეთ ახალი საგრანტო კონკურსი 400 000 ლარის ოდენობის ბიუჯეტით.
ეს თანხა განკუთვნილია ახალგაზრდული ორგანიზაციების გასაძლიერებლად და ახალგაზრდებს უკვე გაქვთ შესაძლებლობა, დაარეგისტრიროთ კონკრეტული ორგანიზაციები და შეიტანოთ საპროექტო განაცხადები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრმა საუბრისას საზაფხულო ბანაკების განვითარების ხელშეწყობას გაუსვა ხაზი და დამსწრე საზოგადოებას ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი პროექტები გააცნო.
შეხვედრას, რომელიც ღონისძიების – „ინსპირაციული შეხვედრა“ ფარგლებში გაიმართა ასევე ესწრებოდნენ სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ვახტანგ ბააკაშვილი და რუსთავის დელეგატი საქართველოს პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილი.
"ინსპირაციული შეხვედრა“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, კულტურის სამინისტროსთან და ქალაქ რუსთავის მერიასთან თანამშრომლობით, გაიმართა.
ღონისძიება სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობას მოიცავდა, მათ შორის, შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან, გათამაშებებს, ფოტოზონას და სხვა. სპეციალური სტუმრები იყვნენ: რეჟისორი გიორგი ოვაშვილი და კანადელი ახალგაზრდა ლიდერი ჯეიდენ ბრეივსი. დასასრულს ახალგაზრდების წინაშე წარდგა ამერიკელი არტისტი Jus Ed.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს