გივი მიქანაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს უმასპინძლა


ავტორი
Front News საქართველო
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ალი ქაან ორბაისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა და მასთან ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს, თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაძლიერების მნიშვნელობას.
პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებას, სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს, ასევე პროფესიული განათლების სფეროში პარტნიორობას, მათ შორის ვეტერინარიისა და მედიცინის მიმართულებით.
მხარეებმა შეხვედრაზე მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებზეც იმსჯელეს, რაც მოიცავს ერთობლივი სამეცნიერო პროექტებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ახალი ინიციატივების განხორციელებას.
ხაზი გაესვა „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების“ მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში დაგეგმილია ორივე ქვეყნის განათლების სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება შეთანხმების პროექტი.
აღსანიშნავია, რომ დასრულებულია მუშაობა ახალგაზრდობის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმზე, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს შორის ხელი ახლო მომავალში მოეწერება.
შეხვედრის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და ორ ქვეყანას შორის არსებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.
თაგები:
გივი მიქანაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს