
ავტორი
Front News საქართველო
IRI-ის კვლევაში წარმოდგენილი ციფრები აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის კუთხით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვენდოთ ამ აბსურდულ ციფრებს – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განიცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერანაირად მოემატებოდა მხარდაჭერა და ეს თვითონაც კარგად იციან.
„ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აკვირდება ნეიტრალური თვალსაზრისით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, აშკარად მიხვდება, რომ ეს არის მიკერძოებული, სუბიექტური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული რეიტინგები. ამის მარტივი და ნათელი დადასტურებაა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერანაირად მოემატებოდა მხარდაჭერა, პირიქით, კლებაშია და ეს თვითონაც კარგად იციან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა. ამის მარტივი დადასტურებაა რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომელიც სრული ფიასკოთი დამთავრდა, რომ ჩაეტარებინათ სხვადასხვა სახის აქციები როგორც რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე ის ე.წ. მთავარი აქცია, რომელიც 9 აპრილს დაამთხვიეს და ვნახეთ, რომ ეს იყო ყველანაირი მოლოდინის გაწბილება მათთვის, თუმცა ეს არის რეალობა. ეს არის ქართული საზოგადოების პასუხი ამ რადიკალური ფრთის, იმ პოლიტიკის და მიზნების მიმართ, რომელმაც საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი. საზოგადოება მიხვდა, რა მიზნებს და მოტივებს ემსახურებიან ისინი“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა.
“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” ინფორმაციით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს