გივი მოდებაძე – გამარჯვების შემთხვევაში ჭიათურის სოფლებზე ზრუნვას გავაგრძელებ

ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ჭიათურის მერობის კანდიდატმა გივი მოდებაძემ წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში სოფელ რცხილათისა და ბიღას მოსახლეობასთან განსახორციელებელი პროექტებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
მისივე თქმით, გამარჯვების შემთხვევაში ჭიათურის სოფლებზე ზრუნვას გააგრძელებს.
“მორიგი წინასაარჩევნო შეხვედრა სოფელ რცხილათსა და ბიღაში ჩავატარე. განვიხილეთ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ.
ამ სოფლებში მოეწყო ცენტრალური საავტომობილო გზა, გაკეთდა შიდა საუბნო გზები, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წყალმომარაგების ქსელის მოწყობის მიზნით, რცხილათის საჯარო სკოლაში მოეწყო საბავშვო ბაღი, სოფელ ბიღაში კი გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს”, – განაცხადა გივი მოდებაძემ.
საარჩევნო შეხვედრის ბოლოს მან ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.
თაგები:
გივი მოდებაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


