Logo

გივი თარგამაძე - დაკავებას ამათ პირობებში ველოდები, ახლავე შეუძლიათ შეარჩიონ სასჯელი, რომელსაც ვარაუდობენ

პოლიტიკა
7 საათის წინ / 13:18
227
Frontnews image description

დაკავებას ამათ პირობებში ველოდები. ახლავე შეუძლიათ შეარჩიონ სასჯელი, რომელსაც ვარაუდობენ, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრინციპული პოზიცია აქვს, რომ კომისიაში მონაწილეობას არ აპირებს.

"რა თქმა უნდა, უარს ვაცხადებ ამ კომისიაში მონაწილეობაზე. ვნახოთ, ალბათ, დაიწყება არსებითი განხილვა და იქ გამოჩნდება, რას აპირებენ, საბოლოო ჯამში.

რაც არის მენიუში ყველამ ვიცით, არის ჯარიმები, ერთ წლიანი პატიმრობა.

პრინციპული პოზიცია მაქვს, განმარტებულიც მაქვს, რომ კომისიაში მონაწილეობას არ ვაპირებ და უაზრობა იქნება ხელმეორედ დაბარება, ახლავე შეუძლიათ შეარჩიონ სასჯელი, რომელსაც ვარაუდობენ.

დაკავებას ამათ პირობებში ველოდები", - განაცხადა გივი თარგამაძემ.

გივი თარგამაძის წინააღმდეგ საქმე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებზე მიმდინარეობს. კანონმდებლობის თანახმად კი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა 349-ე მუხლით ისჯება, რაც  ფულად ჯარიმას, ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement