Logo

გივი თარგამაძე - მე ვარ ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმე და ჩემი პირადი ჩვენების საფუძველზე გაიცა ის 5 ორდერი

პოლიტიკა
153
Frontnews image description

მე ვარ ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმე და ჩემი პირადი ჩვენების საფუძველზე გაიცა ის 5 ორდერი, რომელიც გასცა ამ სასამართლომ დაპატიმრების, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ის აქამდე ამის შესახებ არ საუბრობდა და ზოგად ეტიკეტს უფრთხილდებოდა.

"მე ვარ ომის გამოძიებაზე ჰააგის სასამართლოს მოწმე და ჩემი პირადი ჩვენების საფუძველზე გაიცა ის 5 ორდერი, რომელიც გასცა ამ სასამართლომ დაპატიმრების - ეს იყო გენერალ ბორისოვზე, ჩოჩიევზე, მაშინ პრემიერი ერქვა, მერე შინაგან საქმეთა მინისტრზე, რომელიც რუსი იყო, პირდაპირ, იმ იზოლატორის უფროსზე, რომელმაც იქ ტანჯა ჩვენი ამდენი მოქალაქე ამდენ ხანს და ე.წ. ომბუდსმენზე, რომელიც ამ ყველაფრის ნაწილი იყო, კიდევ. ამწუთას, მე მაქვს მოწმის სტატუსი ჰააგის სასამართლოსი. 

იცით, აქამდე მე არ მითქვამს ამის შესახებ, ვუფრთხილდებოდი, რა ზოგადად ეტიკეტსაც ვიცავდი, რაღაც ურთიერთობებსაც, მაგრამ ახლა უკვე იმდენად მორღვეულია ეს მთავრობა ცივილიზებული სამყაროსგან, რომ ამის დამალვასაც აზრი აღარ აქვს. მთავარი კაზუსი და ირონია ისაა, რომ მაშინ წულუკიანი იყო იუსტიციის მინისტრი, ეს ჰააგაში გამარჯვება გამოაცხადა “ქოცური” მთავრობის და თავის პირად გამარჯვებად და მერე დამიბარა ამ თავის კომისიაში, სადაც იძახდა, რომ ეს ყველაფერი იყო პირიქით და ამის გამო უნდა დავეჭირე“ , - განაცხადა გივი თარგამაძემ.

Advertisement