გივი თარგამაძე - შევეცადე ამეხსნა ის, რომ ქვეყანას ვნებს ის, რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება

ავტორი
Front News საქართველო
ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. შევეცადე ამეხსნა ის, რომ ქვეყანას ვნებს ის, რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი ჰქონდა ღია წყაროებიდან.
"ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას. შევეცადე ამეხსნა ის, რომ ქვეყანას ვნებს ის, რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება.
ჩემი შეფასება იყო მოწოდებული იმისთვის, რომ მეტი იმუშაონ და პრევენცია მოახდინონ იმისი, რაც ვნებს ქვეყანას.
ყველაფერი მქონდა ღია წყაროებიდან და მათაც აქვთ, შესაბამისი მუშაობა უნდა ამ ფაქტებს იმისათვის, რომ ეს არ გაგრძელდეს. სამწუხაროდ, ამ დაკითხვების და აქ ჩვენი გამოკითხვების პარალელურად, ეს პროცესები ვითარდება ძალიან საჯაროდ, ძალიან თავხედურად, ძალიან მიზანმიმართულად და შეუჩერებლად“,- განაცხადა გივი თარგამაძემ.
გივი თარგამაძე სუსში განცხადებების გამო იყო დაბარებული. ის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გამოჰკითხეს.
თაგები:
გივი თარგამაძე




