“გლდანი პლაზაში“ ხანძარი ლიკვიდირებულია
შემთხვევა
1389

ავტორი
Front News საქართველო
თბილისში, გლდანში არსებულ სავაჭრო ცენტრ „გლდანი პლაზაში“ ხანძარი იყო.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.





