გლდანის და ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდდადასტურებული პატიმრების უმეტესობა გამოჯანმრთელდა


ავტორი
Front News საქართველო
სპეციალური პენიტენციური სამსახური განაგრძობს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კოვიდვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
"N15 (ქსნის) და N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ მოცემულ დაწესებულებებში ინფიცირებული პირების უმეტესობა გამოჯანმრთელდა. კერძოდ, N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 2340 ტესტიდან მხოლოდ 9 ტესტის პასუხი იყო დადებითი. შესაბამისად, ორი კვირის წინ გამოვლენილი 38 შემთხვევიდან 29 პატიმარი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება N15 პენიტენციურ დაწესებულებას, აქ ჩატარებული 1672 ტესტიდან ასევე 9 შემთხვევაში იყო პასუხი დადებითი, მაშინ, როდესაც ორი კვირის წინ ეს მონაცემი 40-ს შეადგენდა.
ამდენად, მიუხედავად ვირუსის ცალკეული შემთხვევების დაფიქსირებისა, ვითარება პენიტენციურ სისტემაში კონტროლს ექვემდებარება, პენიტენციური სამსახური კი საზოგადოებას კვლავ სისტემატურად მიაწვდის ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით", – აღნიშნულია პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს