გლდანში აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
“თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, გლდანში, ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა.
მისივე ინფორმაციით, შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. „რამდენიმე წუთის წინ უყურადღებოდ, ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა გლდანში.
ხუთი ადამიანი დაშავდა ამ შემთხვევის დროს. საბედნიეროდ ყველა გადარჩა. ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.
გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ! არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FEnergyTbilisi%2Fposts%2F1288233364922921&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”773″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს