Logo

გლდანში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

შემთხვევა
1386
Frontnews image description

გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე ავტოავარიის შედეგად, ერთ-ერთ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა.

 

ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ერთ-ერთს დამწვრობა აქვს მიღებული. ორივე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი. 

 

ხანძარი ამ დროისთვის ჩამქრალია.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

Advertisement