გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა


ავტორი
Front News საქართველო
გლდანის 5 მ/რ-ში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ორსულის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ავტომობილი მაშინ დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. დიდი სისწრაფით მიმავალი მსუბუქი ავტომობილი იქამდე ტრაილერს შეეჯახა, რომელმაც დარტყმის შედეგად მართვა დაკარგა და გაზის მილები დააზიანა.
“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გაზის მილი დაზიანების გამო აფეთქების საშიშროება შეიქმნა.
“გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია”, – აღნიშნულია განცხადებაში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FEnergyTbilisi%2Fposts%2Fpfbid0Ps1DUCUz6sXiSGTMwBLvZACBF2VpqAHGhsEXXQkd36F9Q7GXhjTGZp3XGh7K7Nk4l&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”703″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
გლდანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს