გლდანში “ჯიპი” ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, დაშავებულია ორი ადამიანი
შემთხვევა
771

ავტორი
Front News საქართველო
გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე “ჯიპის” მარკის ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა.
როგორც Front News-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, დაჯახების შედეგად გოგონა და ბიჭი დაშავდნენ. დაშავებული გოგონას მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
თვითმხილველების თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და პოლიციაა მობილიზებული.





