“გმადლობთ, რომ იცავთ ჩვენს სახელმწიფოს, სუვერენიტეტს” – ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე იმყოფებოდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკიმ მოისმინა მოხსენებები ფრონტზე ოპერაციული სიტუაციისა და საომარი მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ.
პრეზიდენტი სამხედროებსაც გაესაუბრა და მადლობა გადაუხადა უკრაინის დაცვისთვის.
“მე მაქვს პატივი ვიყო დღეს აქ, ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთში, დონბასში და დავაჯილდოვო ჩვენი გმირები, მადლობა გადავუხადო, ხელი ჩამოვართვა. გმადლობთ, რომ იცავთ ჩვენს სახელმწიფოს, სუვერენიტეტს უკრაინის აღმოსავლეთით“, განაცხადა ზელენსკიმ.
სამხედროებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
ბახმუტის აღებას რუსეთის ძალები თვეებია, უშედეგოდ ცდილობენ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს