Logo

“გმობენ ამნისტიას და თან ელოდებიან მის მიღებას, რომ შებობღდნენ პარლამენტში”

საზოგადოება
504
Frontnews image description

სტრატეგია ღამაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ოპოზიციონერთა ნაწილის განცხადებები ამნისტიის დაგმობის შესახებ პილატე პონტოელის მსგავსი ქმედება და პასუხისმგებლობის არიდებაა. 

"კატეგორიულად ვემიჯნები და ვგმობ ყველანაირ მცდელობას ნიკა მელიაზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ამნისტიის კანონის მიღებაზე პასუხს ვაგებთ ის პოლიტიკური ძალები, ვინც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის დოკუმენტს. შესაბამისად, მე ვაპირებ ჩემი ვალდებულება შევასრულო და ნიკა მელია გათავისუფლდეს ამნისტიის კანონით. გარდა ამისა, ამნისტიის კანონის მიღებამდე, ვაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის რომ შევძლოთ მისი უფრო ადრე გათავისუფლება, ვიდრე ამნისტიის კანონი იქნება მიღებული, მაგრამ აქ, მოგეხსენებათ, მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული და "ქართულ ოცნებაზეა" დამოკიდებული ეს ნაბიჯი. 

გარდა ამისა, არასწორი ინტერპრეტაციები რომ დასრულდეს – გირაო არ არის ამნისტიის კანონის ალტერნატივა. ჩვენი დასავლელი პარტნიორების პირდაპირი გზავნილი იყო, რომ მელიას საქმე და არა მარტო მელიასი, პროცესში მონაწილე სხვა პირების, უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ და ამის ერთადერთი გზა არის ამნისტიის კანონი, რადგან გირაოს გადახდა, რომც გადაეხადა ევროკავშირს, ეს ნიშნავდა, რომ მელია გამოვიდოდა საპატიმროდან და მერე შეიძლება ისევ შეებრუნებინა "ქართულ ოცნებას". მემგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება მიკერძოებულია, პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებენ  და უპრობლემოდ ჩასვამდნენ ციხეში ნიკა მელიას განმეორებით.

გარდა ამისა, მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი მხრივ, გმობენ ამნისტიას (ეს არ ეხება ნიკა მელიას) და მეორე მხრივ, ელოდებიან ამნისტიის კანონის მიღებას, რომ შებობღდნენ პარლამენტში რაც შეიძლება სწრაფად. ეს არის პილატე პონტოელის მსგავსი ქმედება: ხელები დაიბანეთ პროცესიდან, მაგრამ პროცესით გინდათ შედეგები მიიღოთ. მე ხელებს არ დავიბან, რაზეც ავიღე პასუხისმგებლობა ქართველი ხალხისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე, ყველაფერს შევასრულებ და "ქართულ ოცნებას" მოვთხოვ, ზედმიწევნით შეასრულოს თავისი ყველა პირობა. და კიდევ ერთი სპეკულაცია, რომ თვალების დამთხრელებზე გავრცელდება ამნისტიის კანონი, ეს არის ტყუილი, იმიტომ რომ თვალების დათხრა – ეს არის კონვენციით გათვალისწინებული დანაშაულის ქმედება, რომლის ამნისტიის უფლება არა გვაქვს ჩვენ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ამაზე წარდგენილი აქვს სარჩელი სასამართლოში",- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

თაგები:

Advertisement