“გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ბოდიში უნდა მოუხადოს”


ავტორი
Front News საქართველო
"გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ გოგი წულაიამ ივანიშვილების ოჯახს ბოდიში უნდა მოუხადოს.
მისივე განცხადებით, გამოხატვის თავისუფლებაში ბევრი რამ ჯდება, მაგრამ ადამიანების წინააღმდეგ არ ვიყენებთ.
"სამართლიანი მგონია, რომ გოგი წულაიამ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ადამიანურად ბოდიში უნდა მოუხადოს. რაც შეეხება საქმეს, ვინმე დამნაშავე არის თუ არა, საქმეს საკმარისად არ ვიცნობ. ამაზე საუბრის საშუალება მოგვეცემა. ბოდიში ცუდი ქცევისთვის უნდა მოუხადოს. გამოხატვის თავისუფლებაში ბევრი რამე ჯდება, მაგრამ სხვა ადამიანების წინააღმდეგ არ ვიყენებთ“ – განაცხადა ხვიჩიამ.
გოგი წულაიას სასამართლო ქალზე სექსუალურ ძალადობას ედავება. თავად პოლიტიკოსი თავს დამნაშავედ არ თვლის და აცხადებს, რომ ხელისუფლების პროვოკაციის მსხვერპლი და ივანიშვილების ოჯახის პირადი პატიმარია.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს