გომისმთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა


ავტორი
Front News საქართველო
გომისმთის გზაზე მიკროავტობუსი გადაყირავდა. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ერთი მგზავრი, რამდენიმე კი დაშავდა.
“ბათუმელები” თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ მიკროავტობუსით უცხოელი ტურისტები გადაადგილდებოდნენ, დაღუპული მგზავრი კი გიდი იყო და საქართველოს მოქალაქეა.
თვითმხილველის თქმით, დაშავებულებს შორის არიან ტურისტები.
კურორტ გომისმთაზე ამ დრომდე გრძელდება საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის დასრულების დრო რამდენჯერმე გადავადდა.
გომისმთაზე ასვლა ოზურგეთიდან მხოლოდ შაბათ-კვირასაა შესაძლებელი.
თაგები:
ოზურგეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს