Logo

გორის კულტურის სახლში ბიტკოინების ქარხანა აღმოაჩინეს

სამართალი
657
Frontnews image description

სუს-ის თანამშრომლებმა გორის კულტურის სახლში  ბიტკოინების ქარხანას მიაგნეს. 

 

არსებული ინფორმაციით, მაინერები გორის მერიის კულტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს გიორგი ქვათაძეს ეკუთვნოდა, რომელმაც ფაქტი აღიარა, თუმცა ის არ დაუკავებიათ და მხოლოდ  სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

 

ქვათაძის ბიტკოინების ქარხანა  ყოველთვიურად  6000 ლარამდე ღირებულების ელექტროენერგიას მოიხმარდა, რასაც ბიუჯეტი იხდიდა, ქარხანა 2 წლის განმავლობაში ისე ფუნქციონირებდა, კულტუტრის სახლის თანამშრომლებმა, როგორც ისინი აცხადებენ, არაფერი იცოდნენ. 

 

ამ დროისათვის ბიტკოინების ქარხანა დალუქულია, გამოძიება  ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებით გრძელდება.

თაგები:

გორისუსი
Advertisement