გორის მერიამ კონკურსის წესით შერჩეული 10-დან 15 წლამდე ასაკის 30 მოსწავლისთვის STEAM-ის კურსი სრულად დააფინანსა

ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ „Pascal STEAM Community“ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს STEAM მიმართულებით სერტიფიცირებული, აკადემიური, ხარისხიანი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს.
გორის მერიამ კონკურსის წესით შერჩეული 10-დან 15 წლამდე ასაკის 30 მოსწავლისთვის კურსი სრულად დააფინანსა.
პროექტის მონაწილეები 4-თვიანი კურსის ფარგლებში სწავლობენ კომპიუტერულ პროგრამებს, ქმნიან, აწყობენ და აპროგრამებენ რობოტებს.
ინიციატივის მიზანია ახალგაზრდების STEAM-ით დაინტერესება, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების თანაბარი ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
გორის მუნიციპალიტეტის მერია და „Pascal STEAM Community“ უკვე მეორე წელია თანამშრომლობს. STEAM-ის კურსი 30 მოზარდმა მერიის დაფინანსებით გასულ წელს გაიარა.
თაგები:
გორის მერია




