Logo

გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიღწეული შედეგი მიულოცა

რეგიონები
142
Frontnews image description

გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე ბუზალაძემ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში მიღწეული შედეგი მიულოცა.

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულებს ადგილობრივი  ხელისუფლების წარმომადგენლები და გულშემატკივრები აეროპორტში დახვდნენ.

"ვულოცავ საქართველოს და განსაკუთრებით გორელებს ამ დიდ გამარჯვებას. 7 მედლიდან 6 მედალი გორში მოდის. გორელებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ამბავი, რომ ნაკრების 10-კაციანი შემადგენლობიდან 6 გორელი იყო და მედალი ექვსივემ ჩამოიტანა. გორი სპორტული ქალაქია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მაქსიმალურად დავუდგებით გვერდით ყველა სპორტსმენს. ძალიან ამაყი ვარ ამ გამარჯვებით და კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ბიჭებს, მათ მწვრთნელებსა და მთელს საქართველოს“, - განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდური შედეგით, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. ქართველმა მოჭიდავეებმა 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედლები მოიპოვეს გორელმა სპორტსმენებმა: დავით ჭეჭელაშვილმა; კონსტანტინე პეტრიაშვილმა და დაჩი პაპინაშვილმა; ვერცხლის მედალი - ნიკა ზანგალაძემ; ხოლო ბრინჯაოს მედლები - საბა ღამბაშიძემ და გოგა ოთინაშვილმა.

 

თაგები:

გორი
Advertisement