Logo

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი "განათლება უკეთესი მომავლისთვის“ გრძელდება

რეგიონები
55
Frontnews image description

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტი "განათლება უკეთესი მომავლისთვის“ გრძელდება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტში ჩართულები არიან სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში მცხოვრები 14-დან 19 წლამდე ასაკის სოციალურად დაუცველი და დევნილი მოზარდები.

ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს გასვლით ღონისძიებაში, სადაც მათ დამატებით მიეწოდათ ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

ოთხთვიანი პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება.

არაფორმალური საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები. გარდა ამისა, ახალგაზრდები სტუმრობდნენ სამეწარმეო დაწესებულებებსაც.

მოზარდების მიერ წარმოდგენილ იდეებს შორის საუკეთესო პროექტის იდეა დაფინანსდება.

პროექტს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის "განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსდება, არასამთავრობო ორგანიზაცია "ბეთლემი" ახორციელებს.

 

 

თაგები:

გორი
Advertisement