Logo

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს

რეგიონები
1 დღის წინ / 16:57
41
Frontnews image description

გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროექტის "ჩემი სოფლის ორნამენტი“ ფარგლებში მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრების - ხის ნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.

ღონისძიება სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციით დაიხურა, რომელშიც მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

სასწავლო პროცესში სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლის 30-მდე მოსწავლე იყო ჩართული. ისინი ხეზე კვეთას 5 თვის განმავლობაში სწავლობდნენ.

პროექტი ახალდაბის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია პროფესიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, რაც სამომავლოდ მოსწავლეებს დასაქმებაში დაეხმარება.

ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის "განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის" ფარგლებში ფინანსდება.

თაგები:

გორი
Advertisement