გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტი "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" გრძელდება


ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტი "აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა" გრძელდება.
პროექტის ზაფხულის ფაზა ექსტრემალური სპორტის სახეობით - პარაპლანით ფრენით გაიხსნა.
პარაპლანით თბილისის ზღვას გორელებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა მოქალაქეებმაც გადაუფრინეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა ჯარისკაცებმა, ომის ვეტერანებმა და ონკოსაზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს. მათმა რაოდენობამ 50 - ს გადააჭარბა.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30 - ე მუხლის იმპლემენტაციას და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას.
ღონისძიება „საქართველოს ახალგაზრდული მედია კავშირის“ ინიციატივით, საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაციის ორგანიზებითა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით მოეწყო.
თაგები:
გორი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა