Logo

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე "ხელოვნების საახალწლო ბანაკი 2025“-ის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

რეგიონები
109
Frontnews image description

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თორნიკე ფხაკაძე კულტურის განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად, ბაკურიანში "ხელოვნების საახალწლო ბანაკი 2025“-ის დასკვნით ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში ბანაკის მონაწილეებმა სტუმრებს საკუთარი შემოქმედებითი ნამუშევრები და საახალწლო ღონისძიებებზე წარმოდგენილი პროექტების პრეზენტაციები გააცნეს.

ბაკურიანში ოთხდღიანი ბანაკის ფარგლებში 100 ახალგაზრდა ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით გაერთიანდა. პროექტში მონაწილეობა მიიღეს წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივაში აქტიურად ჩართულმა ახალგაზრდებმა, მათ შორის  ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრებმა მოზარდებმა.

ბანაკის განმავლობაში ახალგაზრდებს ჩაუტარდათ ტრენინგები და მასტერკლასები, მათ შორის ცეკვის, სიმღერის, ხელსაქმის, კერამიკის, ასევე სამსახიობო ხელოვნების - კინოსა და თეატრის მიმართულებით.

ბაკურიანის „ხელოვნების საახალწლო ბანაკი 2025“-ის მთავარი მიზანია ახალგაზრდების ხელოვნების სფეროში ჩართულობის გაზრდა, მათი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება და ახალი უნარების გაღრმავება.

თაგები:

გორი
Advertisement
Advertisement 2
სიახლეები